მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი მარცხდება და მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია მშვიდობაზე მოლაპარაკებები - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

„დღეს მსოფლიო გაყოფილია მათ შორის, ვინც ვერ ხედავს, რომ რუსეთი აღარ არის დაუმარცხებელი და არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ახალი მსოფლიო იქმნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„რუსეთი უკრაინაში უკვე მარცხდება როგორც სამხედრო კუთხით, ისე პოლიტიკურად და ის კარგავს სტრატეგიული უპირატესობის შეგრძნებას. შვედეთის და ფინეთის არჩევანი [ნატოში გაწევრიანების] და ეს ყველაფერი გვაჩვენებს, იმას, რომ ეს არის რუსეთის მთავრობის ძალიან არასწორი გათვლა. დღეს მსოფლიო გაყოფილია მათ შორის, ვინც ვერ ხედავს, რომ რუსეთი აღარ არის დაუმარცხებელი და არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ახალი მსოფლიო იქმნება.

სწორედ ამიტომ, მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია მშვიდობაზე მოლაპარაკებები. როდესაც ვსაუბრობ საქართველოს ევროპულ მომავალზე, მე ასევე ვსაუბრობ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ. რადგან ეს მოგვცემს თავისუფლების საშუალებას. იყო დემონსტრაციები აფხაზეთში, სადაც იყო პოსტერი, რომელზეც ეწერა - „აფხაზეთი არ იყიდება“ და ეს არის ერთგვარი გზავნილი, რუსეთის მიმართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.