პოლიტიკა

რუსეთიდან გამოქცეული დეზერტირები არ უნდა შემოვუშვათ - ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი
1663941633
დაკოპირებულია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი დეზერტირები საქართველოში არ უნდა შემოუშვან. 

„რუსეთიდან გამოქცეული დეზერტირები არ უნდა შემოვუშვათ! ხომ უკრავდნენ ტაშს თავის „განუმეორებელ მთავარსარდალს“ პუტინს, ხომ უხაროდათ 2008-ში საქართველოს და 2014-15 წლებში უკრაინის დაჩაგვრა, ხომ უხაროდათ ნახევარი წლის წინ უკრაინაში დაწყებული „სპეცოპერაცია“ - ჰოდა დაეტიონ თავის ამაზრზენ ქვეყანაში და წავიდნენ ჯარში. ჩემთვის ყველაზე გარეწრები ეგ დეზერტირები არიან, მონღოლეთის, ყაზახეთის, ჩვენ და ფინეთის საზღვრებს რომ მიაწყდნენ ეს დღეებია“, - აცხადებს ელისაშვილი. 

ამავე თემაზე: 

✔️ ვლადიკავკაზში საქართველოს საზღვართან გადაადგილება შეიზღუდა

✔️ „ქართულ ოცნებას“ დღეს რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია - კახა ქემოკლიძე

✔️ პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსია წარმატების მომტანი იქნება და შემდეგ მუქარა - „ამათ თუ შეეხები ბირთვულ იარაღს გამოვიყენებ“ - სერგი კაპანაძე

✔️ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებობს - იაგო ხვიჩია მობილიზაციის შემდეგ რუსების საქართველოში შემოსვლაზე განმარტებას აკეთებს

✔️ საქართველოს ხელისუფლება ჩაკეტავს საზღვარს თუ ამას რუსეთი ეტყვის - რომან გოცირიძე