მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის აგრესიის მიზეზია მისი იმპერიალისტური ბუნება და არა ნატოს და ევროკავშირის გაფართოება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

„ჩვენ დავინახეთ რუსეთის ნამდვილი სახე. მითები იმის შესახებ, რომ რაღაც დამცირება განიცადა რუსეთმა და ეს არის გამართლება მისი აგრესიისა - ეს არის მითი. რუსეთსაც აქვს საზღვრები და ის უნდა დარჩეს ამ საზღვრებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„ნატოს და ევროკავშირის გაფართოება არ არის რუსეთის აგრესიის მიზეზი. მიზეზია რუსეთის იმპერიალისტური ბუნება. თუ ჩვენ არასწორ სიგნალებს გავგზვანით და არასწორ რეაქციებს გამოვავლენთ, ან თუ ვნახავთ, რა მოხდა 2008 და 2014 წელს, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებს, ვნახავთ, რომ ყველამ, ვინც ეს გზა აირჩია და ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდა, მათ აქვთ დღეს ეს უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ არის მხოლოდ დემოკრატიული რეკომენდაციების მიმართულებით მნიშვნელოვანი, არამედ უსაფრთხოების კუთხით და ეს ეხება ხანგრძლივ სტაბილურობის. ამ გზიდან გადახვევა იქნებოდა არა მხოლოდ ამორალური, არამედ, ეს იქნებოდა გადახვევა ჩვენი ისტორიიდან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.