პოლიტიკა

„რუსული ოლიგარქიული რეჟიმი თავს ესხმის აშშ-ს და ამით თავს ესხმის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“ - „ნაციონალური მოძრაობა“

„ნაციონალური მოძროაბის“ ლოგო
1657905268
დაკოპირებულია

„სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს სამივე ფორმალური სახელისუფლებო შტოდან, უკვე ღიად გვესმის ანტიამერიკული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში კლანურ მმართველობას, რომელიც ემსახურება ერთ რუს ოლიგარქს და არა ქართველი ხალხის ინტერესს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების სამივე შტო ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს მიზანმიმართულად უტევს. 

„ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერად და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით იყო და არის არსებითი და შეუცვლელი. ქართველი ხალხი ხედავს და აფასებს შეერთებული შტატების ეგზისტენციური როლს ჩვენი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ამ რეალობაში, საქართველოსთვის შეერთებული შტატების როლის არათუ არასწორი კუთხით წარმოჩენა, არამედ, ამ როლში ბუნდოვანების შემოტანაც კი, არის ფუნდამენტურად ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური მოვლენა, რომლითაც მხოლოდ საქართველოს მტრები ხეირობენ.

ამიტომ, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციებშია ნათქვამი, საქართველოს ევროპული და მშვიდობიანი მომავლისთვის აუცილებელია - დეოლიგარქიზაცია.

რუსული ოლიგარქიული რეჟიმი თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამით თავს ესხმის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

რუსული ოლიგარქიული რეჟიმი ამას ზუსტად იმ ე.წ. არგუმენტებით აკეთებს, რა „არგუმენტებიც“ აქვს რუსეთს დასავლურ სამყაროს.

ეს „არგუმენტებია“ რომ თითქოს არსებობს „სუვერენული დემოკრატია“ „სუვერენული სასამართლო სისტემა“, რომლის მიერ არაადამიანური, არასამართლიანი, პოლიტიკურად მოტივირებული და ძალადობრივი გადაწყვეტილებების მიღება/აღსრულებაზე რეაგირება არ არის დასავლური სამყაროს კომპეტენცია.

ამავე გზავნილებით რუსეთი აკრიტიკებდა ე.წ. მაგნიტსკის სიას და ამავე „არგუმენტით“ რუსეთი აკრიტიკებს ყველა იმ დაწესებულ სანქციას, რომელიც ძალადობრივი სისტემის მომსახურე რუსი მოსამართლეების წინააღმდეგ გაიცა.

მადლობას ვუხდით შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის. გამოვთქვამთ რწმენას, რომ მათ შორის შეერთებული შტატების დახმარებით, ქართველი ხალხი შეძლებს გაატაროს ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რაც დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, მოიტანს ქვეყნის დეოლიგარქიზაციას და ქვეყნისთვის გააჩენს ახალ ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

ქართველი ხალხი აუცილებლად შეძლებს, უახლოეს მომავალში ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც თავს არ დაესხმება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გაუფრთხილდება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან მეგობრულ ურთიერთობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს - კელი დეგნანი ლაშა ჩხიკვაძეზე

👉 „საქართველოს დათმობას არ ვაპირებთ და მოვუწოდებთ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ“ - პაატა მანჯგალაძე

👉 „დაინახეს, რომ 6 თვიდან ერთი თვე გავლიეთ ჩხუბში და აყალმაყალში“ - ჰერმან საბო ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

👉 „არ უნდა დაველოდოთ 2023 წელს და პირობების შესრულების კვალდაკვალ, კანდიდატის სტატუსი უახლეს ვადაში უნდა მოვიპოვოთ“ - ლევან ბეჟაშვილი