მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ამბობდა, რომ მისი თავისუფლების გზა ამ ქვეყნის თავისუფლებაზე გადის“ - ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა 14 ოქტომბერს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართული აქციისა და თავად სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

თინა ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილის ინტერესი პირადი კეთილდღეობა და თანამდებობა რომ ყოფილიყო, სამშობლოში არ დაბრუნდებოდა.

ამასთან, ბოკუჩავა ამბობს, რომ შერიგებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან კვლავ მოისმინა სიძულვილით სავსე გზავნილი.

„როგორც ყოველთვის, სიძულვილით სავსე გზავნილებს ვისმენთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ მოუსმინონ საკუთარ ხალხს და შეისმინონ მათი მოთხოვნა. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამ ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური ფიგურა არის დაკავებული. არც ღვარძლით, არც შურისძიების გრძნობით არ იყო აღვსილი ის ათიათასობით ადამიანი.

საერთაშორისო ასპექტის შეფასება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. პრეზიდენტი სააკაშვილი ამას ძალიან ცხადად ხედავს, მისი ყველა თანამებრძოლი, რომელსაც მასთან აქვს კომუნიკაცია, ამას დაადასტურებს. ეს მითხრა მათ შორის მეც, ძალიან გარკვევით.

სააკაშვილი ამბობდა, რომ მისი თავისუფლება გადის ამ ქვეყნის თავისუფლებაზე. მისი ინტერესი რომ ყოფილიყო საკუთარი თავისუფლება, საკუთარი თანამდებობა და კეთილდღეობა, ის საერთოდ არ ჩამოვიდოდა საქართველოში. ვფიქრობ, გუშინდელმა დღემ დაადასტურა ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ასე ხედავს ამ საკითხსაც“, - განაცხადა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე

⭕ „ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია