მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი აწამეს, განცხადება, თითქოს მასზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა“ - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა

მისი თქმით, სიცრუე, თითქოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნავენ. 

„იუსტიციის მინისტრის განცხადება მეტყველებს, რომ რატი ბრეგაძე ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში. მათ მიხეილ სააკაშვილი აწამეს, მისი ნების გარეშე გადაიყვანეს იქ, სადაც ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს. მასზე იძალადეს და ნებისმიერი მათი განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა.

რაც შეეხება უკრაინის სახალხო დამცველის არ შეშვებას, უკრაინის სახალხო დამცველს რომ არ შეუშვებ უკრაინის მოქალაქესთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური შურისძიების გაგრძელება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ქვეყანაში გუშინ ჩამოვიდა, გლდანის ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „გადაწყვეტილება მივიღე ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი“ - ბურჭულაძე

🔴 „ანა ფოტიგა ხმალამოღებული იბრძვის პუტინის წინააღმდეგ და რა გასაკვირია, რომ ჩემთან არ შემოუშვეს“ - სააკაშვილი

🔴 9 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას იწყებს