მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში ალტერნატიული კონსილიუმის დაუყოვნებლივ შესვლას ითხოვს - გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილის ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა მენტალურად აღდგენის პროცესი გაცილებით რთულია და კვალიფიციურ ჩარევას საჭიროებს. 

როგორც სააკაშვილის მონახულების შემდეგ გვარამიამ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან განუცხადა, სააკაშვილი დაუყოვნებლივ მოითხოვს ცენტრ „ემპათიის“ მიერ გაკეთებული საექსპერტო საბჭოს შესვლას. 

„მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა სახალხო აპარატს, ასევე კონსილიუმის წევრებს, ექიმებს. მოიკითხა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩემგან დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო. ამით ძალიან ბედნიერია. 

იგი დაუყოვნებლივ მოითხოვს ცენტრ „ემპათიის“ მიერ გაკეთებული საექსპერტო საბჭოს შესვლას. არ შემიძლია დიაგნოზის დასმა, მაგრამ პირველადი სისუსტეები რაც ეტყობოდა, ალაგდა. ნათელი გახდა მისი სტრესული მდგომარეობის ამსახველი ნერვული მდგომარეობა. მას ეს ეტყობა კომუნიკაციაზეც, მეტყველებაზეც, სიარულზეც. 

ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული კონსილიუმის შემოსვლა. 

უკრაინელი ადვოკატის ნათქვამი მოვისმინე, რომ ეს ორი სხვადასხვა ადამიანიაო. ნამდვილად ასეა, უბრალოდ ვინც შევდივართ მასთან, ამას თვალი შევაჩვიეთ. 

მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის მიუხედავად იმისა, რომ საჭირო მკურნალობა უტარდება. ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა მენტალურად აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით უფრო რთულია, საჭიროებს  კვალიფიციურ ჩარევას“, - აცხადებს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

 „ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ - ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე