მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ისე გავიდოდა ქვეყნიდან, ვერც გაიგებდნენ, მოიკითხონ, 2020-შიც ხომ არ იყო ჩამოსული?“ - ხაბეიშვილი (ვიდეო)

ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება გააზრებული ჰქონდა.

მისი თქმით, სააკაშვილს ქვეყნის დატოვება ისე შეეძლო, რომ სახელმწიფო უწყებები ვერაფერს გაიგებდნენ.

ხაბეიშვილმა სატელევიზიო გადაცემაში აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა მოიკითხოს 2020 წელსაც ხომ არ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს.

ამავე თემაზე:

🔴 „ვნანობ, რომ უკრაინას ასეთი პრეზიდენტი არ ჰყავდა“ - ექიმი კომაროვსკი სააკაშვილზე (ვიდეო)

🔴 „ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴 „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

🔴 „სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა, არასწორია“ - ომბუდსმენი

🔴 „მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე