მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი ჯანმრთელობით იხდის თავისუფლების ფასს, ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს იმიტომ რომ კვდება - გიგი უგულავა

პოლიტიკოსი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ოპოზიციონერი  გიგი უგულავაც შეუერთდა და განაცხადა, რომ   მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ  სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს იმიტომ  რომ კვდება და თუ მოკვდება ციხეში, ეს იქნება უპატიებელი.

„ეს არის „ქართული ოცნება“, უსინდისობის, უტიფრობის,  ცივსისხლიანობის და სიმხდალის ნაზავი. რასაც ესენი აკეთებენ მხოლოდ მშიშარა ადამიანებს შეუძლიათ.

სააკაშვილი ყველა ვარიანტში გათავისუფლდება,  ის თავისი ჯანმრთელობით იხდის თავისუფლების ფასს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ქუჩაში გამოსვლა და ამის გაპროტესტება და ხმის ამოღება იმიტომ გვჭირდება, რომ ჩვენ საზოგადოებად დავრჩეთ, შევდგეთ საზოგადოებად და სახელმწიფოდ. ეს ჩვენ გვჭირდება ადამიანებს და არა მიხეილ სააკაშვილს.

მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სასწრაფოდ გადაყვანა რომ  მისი სიცოცხლე გადარჩეს და ქვეყანამ უფსკრულში არ ამოყოს თავი, როგორც 30 წლის წინ ვიყავით, ამის საფრთხე არის რეალური. 

განსაკუთრებით მთავრობას ეხება ეს და იმ ხალხს, ვინც მთავრობას აგიჟებს ამით, რომ სააკაშვილი რომ გაუშვან ახლა ქვეყანა ამოყირავდება. სიცრუეა, ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს იმიტომ  რომ კვდება და თუ მოკვდება ციხეში, ეს იქნება უპატიებელი, ამ საზღაურს მიიღებს, ყველა ვინც ამაში მონაწილეობას იღებს - პირდაპირ, თუ ირიბად“, - აცხადებს გიგი უგულავა. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისთან  სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს კატასტროფას, თუ სასამართლო მომავალ კვირაში არ ჩაინიშნება, შესაძლოა, სააკაშვილი ცოცხალი აღარ იყოს - გიორგი ჩალაძე

✔️ „სააკაშვილის გადარჩენა და დახსნა პუტინის ტყვეობიდან არის ეროვნული ღირსების საკითხი“ - გიორგი მუმლაძე

✔️ ან ვეგუებით სააკაშვილის სიკვდილს, ან არ ვეგუებით, თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რისთვის არის მზად მის გადასარჩენად - ნიკა მელია

✔️ „არ შეიძლება, პრეზიდენტების სასაკლაოდ ვაქციოთ ქვეყანა“ - ლევან ხაბეიშვილი

✔️ ბევრმა ექიმმა გამოთქვა ვარაუდი მოწამვლაზე, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე - გიული ალასანია სააკაშვილზე