მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი ლუკაშენკოს: თუ აფხაზეთს აღიარებ, ეს დასასრული იქნება

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ბელარუსის არაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის არაღიარებულ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართავს. 

„შენ ჯერ კიდევ გაქვს შანსი, რომ ამ სიტუაციიდან გამოხვიდე. თუ აღიარებ აფხაზეთს და განსაკუთრებით, თუ იქნება თქვენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა, მაშინ შენ, როგორც ჭკვიან კაცს, უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრული იქნება.

ნიკოლაშკას სურათები ვნახე, ის ძალიან სიმპათიურია. იფიქრეთ იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!“, - აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელია, ის პუტინის ლაქიაა - სვეტლანა ტიხანოვსკაია

✔️ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა არ მუშაობს - ზურაბ ბატიაშვილი 

✔️ ლუკაშენკო პუტინმა გამოაგზავნა - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ლუკაშენკო არცთუ ისე უჭკუოა, აფხაზეთში მისი ვიზიტი დასავლეთთან ვაჭრობის საგანი შეიძლება იყოს - შალვა ნათელაშვილი

✔️ მაცოფებს ის, რაც ხდება ლარსზე, არ მებრალებიან, დაეტიონ თავის ქვეყანაში, უკრაინამ რუსეთს ცხვირ-პირი დაალეწა და მორბიან ახლა - ალეკო ელისაშვილი