მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მოვიდნენ სასამართლოზე და გამართონ აქცია“ - კობა ნაყოფია

კობა ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი თავის მომხრეებს 2 დეკემბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესის პარალელურად საპროტესტო აქციის მოწყობისკენ მოუწოდებს. 

„სააკაშვილი ძალიან მხნედ არის, ძალიან კარგად ფლობს იმ სიტუაციას, რაც ხდება დღეს საქართველოში და დარწმუნებულია მის და ქართველი ხალხის გამარჯვებაში. იგი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მოვიდნენ სასამართლოზე და გამართონ აქცია.

გუშინ, როდესაც მას დარბევაზე ასამართლებდნენ, თქვენ ალბათ დაინახეთ, როგორ არბევდნენ სამართალდამცველები მშვიდობიან ადამიანებს, როგორ ასხამდნენ წიწაკის სპრეის. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო ნაკლები იქნება მათი მხრიდან აგრესია, ამიტომ სააკაშვილი მოუწოდებს მის მომხრეებს რომ აუცილებლად მოვიდნენ სასამართლოზე“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ. 

ინფორმაციისთვის, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

ექსპრეზიდენტი პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა. 

ამავე თემაზე: 

🔴 „საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „სააკაშვილმა თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სასამართლო და პროკურატურა“ - ნინო ბურჯანაძე

🔴 „მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „გირგვლიანის საქმე არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, პიარისთვის დაარქვეს“ - სააკაშვილი

🔴 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ -