მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაუძლურებულია, რაც ვნახე ძალიან არაადამიანურია - ალეკო ელისაშვილი 

საპარლამენტო ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი

„ამ კადრებში რაც ვნახე, ეს იყო ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაუძლურებული ადამიანი. მას აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს“, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ადამიანს როდესაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს კი არ უნდა გამოაჭენო, არამედ ფსიქოლოგი უნდა მიუყვანო. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ დამარცხებულ მეტოქეზე შურისძიება, სულმდაბლობაა. 

„რაც ვნახე ძალიან არაადამიანურია. ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ. მე რომ მიხეილ სააკაშვილს ვაკრიტიკებდი, დღეს ვინც „ოცნებაში“ არიან ნახევარი ან ნაცმოძრაობაში“ იყო ან სააკაშვილს კუდში დასდევდა. მაშინ ვინ წარმოვიდგენდით რომ სააკაშვილი ციხეში ჩაჯდებოდა, ან ვანო მერაბიშვილი ან ახალაია. ამის თქმაც კი საშიში ამბავი იყო, მაგრამ ვხედავთ რომ ჩასხდნენ და ეს საყურადღებოა „ქართული ოცნებისთვის“. 

 ხელისუფლება რომ შეიცვლება ვინც დააშავა, ვინც რაღაცას არღვევს და უკანონობას სჩადის მათაც მოუწევთ ციხეში წასვლა და ინდულგენცია თუ არ არის სააკაშვილისთვის და მისი ხელისუფლების წევრებისთვის, არც „ოცნების“ ხალხისთვის იქნება. 

არაფერი არ ღირს იმად რომ ადამიანობა დავკარგოთ. 21-ე საუკუნეში რაღაცა ტყუილი მაინც მოიფიქრე დალოცვილო. სასამართლო პროცესზეო ვერ ჩავრთეთ სააკაშვილი, იმიტომ რომ ტექნიკური პრობლემები გვქონდაო. ყველა ტელეფონი გადაქცეულია ტელევიზიად, პირდაპირი ეთერი შეგიძლია ჩართო, ასეთი რაღაც არ უნდა იკადრო, არც შენს თავს არ უნდა აკადრო და ხალხიც არ უნდა გეგონოს ისეთი ყეყეჩი, რომ ასეთი რაღაც გააკეთო. ამ კადრებში რაც ვნახე, ეს იყო ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაუძლურებული ადამიანი. მას აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. 

ადამიანს როდესაც აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები ის კი არ უნდა გამოაჭენო, არამედ ფსიქოლოგი უნდა მიუყვანო. „ქართულმა ოცნებამ“ იცის რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მძაფრი რეაქცია ექნება და ზოგადად უნდათ რომ მარტო ამაზე ვლაპარაკობდეთ. დამარცხებულ მეტოქეზე შურისძიება, ეს არის სულმდაბლობა“, - აცხადებს ელისაშვილი. 

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა. კადრები 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის პერიოდით თარიღდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სანამ არ იქნება ძლიერი ძალა, ისინი ბოლომდე გადატკეპნიან არა მარტო ცალკეულ ადამიანებს და მესამე პრეზიდენტს, არამედ ამ ქვეყნის მომავალს - ჯაფარიძე

✔️ კადრები მოიცავს სხვადასხვა პერიოდს და პირდაპირ ასახავს რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი - გიორგი ვაშაძე

✔️ არა მხოლოდ შურისძიებაა რუსული საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა - ელენე ხოშტარია სააკაშვილის კადრებზე

✔️ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რეგვენებო, საქმე გაქვთ საქართველოს პრეზიდენტთან - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის კადრებზე

✔️ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ასაჯაროებს

✔️ უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მილიონი ევროს დახმარება მიიღო

✔️ „ლელო“ დაჟინებით მოითხოვს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს