მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი რუსულ თამაშს ვეღარ ითამაშებს, აწი თუ ითამაშებს, მხოლოდ დომინოს“ - გოგა ხაინდრავა

„როდესაც ობგუნუჯუსნაირ შედეგს დებ, სირცხვილით სახლში უნდა წახვიდე და საერთოდ პოლიტიკაზე აღარ ილაპარაკო“ - ხაინდრავა ოპოზიციურ პარტიებს

„რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აწყობს და სჭირდება არეულობა უკრაინასა და საქართველოში ერთდროულად“ , - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილით იწყება და სააკაშვილით მთავრდება რუსეთში ყველა საინფორმაციო გამოშვება.

კინორეჟისორმა, ექსპრეზიდენტს მშიშარა უწოდა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი საკანში ვინმესთან ერთად ყოფნას არ მოინდომებს.

„ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს, თუ რა ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რუსულ პრესაში. სააკაშვილით იწყება და სააკაშვილით მთავრდება ყველა საინფორმაციო გამოშვება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იქ ინტერესი ძალიან დიდია. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს პუტინის რუსეთს საქართველოსადმი?! მათი ინტერესის სფეროა მაცივარში ჩასმული კაცი, რომელიც აქ გამოგვიგზავნეს. ამას დიდი ხანია ვამბობ და ვინ მეთაურობს ამას? სხვათა შორის წამოცდენები ხშირი აქვთ. იმ დღეს კადრს აჩვენებდნენ და უკან უცებ გამოჩნდა ალასანია.

უკრაინაშიც და საქართველოშიც დესტაბილიზაციის ფაქტორს თამაშობდა სააკაშვილი. მადლობა ღმერთს, ახლა ის რუსულ თამაშს ვეღარ თამაშობს და ვეღარც ითამაშებს, აწი თუ ითამაშებს, დომინოს, მაგრამ, არ მგონია, რომ საკანში ვინმესთან ერთად დასვან, ისეთი მშიშარაა, რომ ამას თავად არ მოინდომებს. ამიტომ, მოუწევს, მარტო დომინოს თამაში“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

🔴 მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში - ექიმი

🔴 დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილ-ახალაია-ქარდავას სამეულს აქვს ჩადენილი - დავით ჩიხელიძე

🔴 სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერცერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 თუ ზესახელმწიფოები მოითხოვენ, სააკაშვილს გაათავისუფლებენ - ესტონელი ექსპერტი

🔴 „მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სურთ, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - ადვოკატი