მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი საავადმყოფოშია თუ საკონცენტრაციო ბანაკში? არ შემიშვეს მის სანახავად, არ უნდათ რომ ვნახო - გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან დასნეულებული სააკაშვილი იხილა. 

„პირადი ემოცია ძალიან მძიმეა ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში მე დავინახე სრულიად დასნეულებული ადამიანი, გორის ჰოსპიტალში როცა ვნახე არაფერი მსგავსი არ იყო. ფიზიკურად სადამდე მიიყვანეს, რა კადრებს ვუყურებთ, საავადმყოფოშია თუ რაღაც საკონცენტრაციო ბანაკში? ძალიან შეცვლილია. მე არ შემიშვეს და არ უნდათ რომ ვნახო“, - განაცხადა მარგველაშვილმა და თქვა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა არ დართო ნება სააკაშვილი მოენახულებინა. 

„ვის მივმართავდი? პენიტენციურს, ეს იყო 1 თვის წინ“, - აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ მათ მიზეზი არ განუმარტავთ. 

ამასთან, მარგველაშვილის თქმით, ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი და პუტინის იდეოლოგია იმარჯვებს, ეს არის საქართველო.

„ვისაც ჰგონია, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობით აჩვენებენ რამეს გარდა იმისა, რომ ფსიქოფიზიკური მდგომარეობა ძალიან ცუდია, უბრალოდ გაუნათლებლები და უნამუსოები ხართ. ფსიქოფიზიკური მდგომარეობა კახექსიის დროს ერთად მიდის. გავიგე რომ არც პატრიოტიზმი გაქვთ, არც ღირსები გაქვთ, მშიშარები ხართ, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ, რომ ეს ორივე ერთად არის ამ შემთხვევაში. ეს სააკაშვილის ცუდი საქციელი კი არ არის, ეს მისი ფიზიკური მდგომარეობის გაგრძელებაა. 

ნამდვილად არ მეგონა რომ ამ დონეზე იქნებოდით რუსების მონები. ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი და პუტინის იდეოლოგი იმარჯვებს, ეს არის საქართველო.  ქართველები ვაწამებთ პრეზიდენტს, რომელზედაც პუტინმა თქვა, რომ პირადი მტერია და მერე კადრებს ვაჩვენებთ. კლავენ ამ ადამიანს“, - მიმართა მარგველაშვილმა ხელისუფლებას.  

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა. კადრები 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის პერიოდით თარიღდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სამედიცინო პერსონალისთვის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა სერიოზული დანაშაულია - ნანა გეგეჭკორი სააკაშვილის კადრებზე

✔️ თავიანთი პოლიტიკური ხარაკირი გამოაქვეყნეს - ნუგზარ წიკლაური სააკაშვილის ვიდეოკადრებზე

✔️ სააკაშვილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაუძლურებულია, რაც ვნახე ძალიან არაადამიანურია - ალეკო ელისაშვილი 

✔️ სანამ არ იქნება ძლიერი ძალა, ისინი ბოლომდე გადატკეპნიან არა მარტო ცალკეულ ადამიანებს და მესამე პრეზიდენტს, არამედ ამ ქვეყნის მომავალს - ჯაფარიძე

✔️ კადრები მოიცავს სხვადასხვა პერიოდს და პირდაპირ ასახავს რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი - გიორგი ვაშაძე

✔️ არა მხოლოდ შურისძიებაა რუსული საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა - ელენე ხოშტარია სააკაშვილის კადრებზე

✔️ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რეგვენებო, საქმე გაქვთ საქართველოს პრეზიდენტთან - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის კადრებზე

✔️ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ასაჯაროებს