მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის დაავადება, რაც დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან, დროულ რეაგირებას მოითხოვს“ - ადვოკატი

გიორგი მშვენიერაძე, ტვ პირველის ადვოკატი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის საშუალება ჯერ კიდევ არ ეძლევა და ეს მისი უფლებების დარღვევაა. 

„დღემდე არ მისცემია მიხეილ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდგომ პირად ექიმთან კონსულტაციის საშუალება. ეს არის კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა. მისი დაავადება, რაც დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან, მოითხოვს დროულ რეაგირებას სამედიცინო თვალსაზრისით, მათ შორის გასაკეთებელია მნიშვნელოვანი გამოკვლევები. მომავალი კვირიდან დავიწყებთ სამართლებრივ რეაგირებას ამ საკითხებზე“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉  „თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉  „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი