მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში ვხედავთ სერიოზულ რისკებს“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის შენობაში მოშიმშილე პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულა. 

შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე ისაუბრა. 

„ელენე ხოშტარიას მოვუწოდეთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ეს არის ჩვენი თხოვნა და გვქონდა მეგობრული საუბარი. ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებზე გვქონდა საუბარი, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს, გადაყვანის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ სერიოზულ რისკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება არის სერიოზული დილემა.

აქედან გამომდინარე, ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან ჯერ ერთი, არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე, არსებობს უსაფრთხოების რისკი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

ოპოზიცია, ექსპრეზიდენტის ოჯახი, საზოგადოების წევრები და ექიმების ნაწილი მის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, რაზედაც პენიტენციური სამსახური უარს აცხადებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს ცეცხლთან თამაშია“ - ამირან გამყრელიძე

🔴 მეუფე იოსები ხელისუფლებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას სთხოვს

🔴 „ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ არ გადაჰყავთ საავადმყოფოში სააკაშვილი“ - მამა შალვა