მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის გადაცემას არავინ ითხოვს, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს“ - პრემიერი

პარლამენტის დატოვებას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია - გზა დამილოცია, რა უნდათ მათ პარლამენტში?

„ამის თაობაზე ვთქვი, რომ დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე გადასცემენ თუ არა სააკაშვილს უკრაინულ მხარეს, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამორიცხულია.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ პოზიცია სააკაშვილის დაკავების დღესვე დააფიქსირა.

„გამორიცხულია, ასი პროცენტით გიდასტურებთ. ჯერ ერთი, არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და მინიმუმ, 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იმავე საღამოს, როდესაც დააკავეს სააკაშვილი, განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული და ეს საკითხი არის დახურული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი