მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში“ - შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილი შალვა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და ამბობს რომ ის, როგორც პოლიტიკოსი არ შეცვლილა. 

ნათელაშვილის თქმით, „მწარე წარსულმა რაღაც მაინც უნდა გვასწავლოს“. 

„ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გუშინდელმა განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში. მსოფლიომ იცის, ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო პუტინის აჩრდილია და როგორ გაბედავდა მის გარეშე სააკაშვილთან დარეკვას, გაფრთხილებით რომ მოსკოვი მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა?

თანაც იმ დროს პუტინის პირადი ოლიგარქი ივანიშვილი ეჯდა გვერდით სააკაშვილს და არა მარტო მის რეჟიმს აფინანსებდა, არამედ ჩვენს დამარბეველ სპეცრაზმელებს პრემიები მისცა ქართუ ბანკიდან. (აღარაფერს ვამბობ ვარდების რევოლუციის დაფინანსებაზე რაც პუტინის, პრიმაკოვის და ვოლოშინის გარეშე არ მომხდარა)

ის მიტინგები გამოწვეული იყო ხალხის მრისხანებით სასტიკ რეპრესიებზე, ძალადობაზე, ბიზნესის წართმევა-გადანაწილებაზე, 40 წლის ადამიანების პენსიონრებად და საბჭოთა გადმონაშთებად გამოცხადების, ბენდუქიძის ყველაფრის გაყიდვის მავნე ლიბერალური იდეოლოგიის განხორციელებისადმი პროტესტის შედეგად.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვარდების რევოლუციად შეფასებულ პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდა მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი, რომლებიც ასევე ქუჩაში გამოვიდნენ. აღსანიშნავია ისიც,რომ იმ პერიოდში პუტინის ყველაზე საშიშ მტრებად ითვლებოდნენ სწორედ ოლიგარქები ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი. მოკლედ მწარე წარსულმა რაღაც მაინც უნდა გვასწავლოს“, - წერს შალვა ნათელაშვილი

ინფორმაციისთვის, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

ამავე თემაზე: 

🔴 „საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „სააკაშვილმა თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სასამართლო და პროკურატურა“ - ნინო ბურჯანაძე

🔴 „მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „გირგვლიანის საქმე არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, პიარისთვის დაარქვეს“ - სააკაშვილი

🔴 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი