მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხვალინდელი დღისთვის მზადაა“ - ნინო გოგორიშვილი

ექიმი ნინო გოგორიშვილი

„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ხვალინდელი დღისთვის მზადაა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა  განაცხადა.

„მზად არის ხვალინდელი დღისთვის. ბუნება-განწყობა არის კარგი. არანაირი პრობლემა ხვალინდელი დღისთვის არაა. ანალიზების მხრივ ყველაფერი რიგზეა.  ზოგიერთებმა განაცხადეს, რომ არის პრობლემა. მე ამ პრობლემას ვერ ვხედავ. ფერმენტები არის უამრავი. ნათქვამი იყო არასპეციალისტის მიერ. ფერმენტებთან დაკავშირებით შემიძლია, ვილაპარაკო სპეციალისტთან და არასპეციალისტმა უნდა მიხედოს თავის სფეროს. რაც იყო ნათქვამი, ისიც უკვე თითქმის ნორმის ფარგლებშია“, - განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

ხვალ, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

მორიგი სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს არის ჩანიშნული. 

ექსპრეზიდენტი პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა. 

ამავე თემაზე: 

🔴 „საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „სააკაშვილმა თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სასამართლო და პროკურატურა“ - ნინო ბურჯანაძე

🔴 „მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „გირგვლიანის საქმე არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, პიარისთვის დაარქვეს“ - სააკაშვილი

🔴 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“