მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ 3 კმ მანძილზე ტრანსპორტირებაც კი ვერ მოხერხდა - დიტო საძაგლიშვილი

ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, ფაქტი, რომ სააკაშვილი დღეს სასამართლო სხდომაზე არ დაუშვეს, ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს - რომ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

„ჩვენთვის მოულოდნელად მოსამართლემ წარადგინა კლინიკა „ვივამედის“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ტრასნპორტირება სასამართლოში კლინიკამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად. ცოტა კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოება, რომ სასამართლომ განსხვავებული მიდგომა აირჩია დღეს და აღარ იყო მოწადინებული მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესის ჩატარებაზე, ეს ერთი.

არ ვიცი ამის მიზეზი რა არის, მაგრამ მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობის მიზნით იმყოფება მაისის შემდეგ და ამ ხნის განმავლობაში არათუ არ გაუმჯობესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ იმ კონდიციამდე გაუარესდა, რომ დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე ტრანსპორტირებაც კი არ არის შესაძლებელი. ეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ბელორუსის მცდელობა, შევიდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში, მისთვის თვითმკვლელობა იქნება - უკრაინის დაზვერვა

👉 კიევში 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

👉 „სააკაშვილის სასამართლოში მოსვლის შემთხვევაში ნათელი იქნებოდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ივანიშვილის ბოროტი სისტემის მიერ არის დანგრეული“ - ნიკა მელია

👉 ბორის ჯონსონმა უკრაინაში გასაგზავნი ტვირთის დატვირთვაში მონაწილეობა პირადად მიიღო

👉 როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდა მის საკანში, მას შემდგომ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა - ლომჯარიამ სააკაშვილი მოინახულა