მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის სასამართლოში მოსვლის შემთხვევაში ნათელი იქნებოდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ივანიშვილის ბოროტი სისტემის მიერ არის დანგრეული“ - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა სააკაშვილი სხდომაზე არ დაუშვეს.

მელიას განცხადებით, ხელისუფლებამ განზრახ არ დაუშვა სააკაშვილი სხდომაზე, რადგან საზოგადოება ნახავდა მას და დარწმუნდებოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უმძიმესია.

„ცალსახად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არის უმძიმესი და ამის არ სურს ხელისუფლებას, რომ საზოგადოება დარწმუნდეს იმაში, რაშიც დარწმუნებულია ყველა სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა მასთან შესვლის. იმ ადამიანების სიმართლეში დარწმუნდეს მთელი საზოგადოება, ვინც დასკვნა დაწერა, იმ პოლიტიკოსების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მეგობრების სიტყვებში, რომელთან აქვთ შესაძლებლობა დრო და დრო შევიდნენ და ინფორმაცია გამოიტანონ და თქვან ის, რასაც რეალურად ხედავენ. ამ დროს პარალელურად „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ყოველთვის საპირისპიროს ადასტურებს, აი, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მოსვლის შემთხვევაში ყველასთვის იქნებოდა ხელშესახებად ნათელი, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბიძინა ივანიშვილის ბოროტი სისტემის მიერ არის დანგრეული. აქედან გამომდინარე ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მისცეს ლეგიტიმური, კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილს, მოსულიყო დღეს სასამართლო დარბაზში.

უახლოეს დღეებში დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ანუ საზღვარგარეთ მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და შეუძლებელია, თვალი არ გაუსწოროს რეალობას თუნდაც ყველაზე ბოროტმა სისტემამ.

იმ შემთხვევაში თუ უგულებელყოფს უმძიმეს რეალობას სასამართლო, იგივე აღმასრულებელი ხელისუფლება, არაფორმალური მმართველობა, ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ვერაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება“, - განაცხადა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ბორის ჯონსონმა უკრაინაში გასაგზავნი ტვირთის დატვირთვაში მონაწილეობა პირადად მიიღო

👉 როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდა მის საკანში, მას შემდგომ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა - ლომჯარიამ სააკაშვილი მოინახულა

👉 „მივიღე გადაწყვეტილება, პირადად გავეცნო მის მდგომარეობას, შევხვდე ექიმებს“ - ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა

👉 ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 40 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა

👉 „სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც დაკლებული აქვს 40 კგ, რომელიც ფეხზე ვერ დგება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე