მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილმა კანონი დაარღვია, ჩვენმა სახელმწიფომ შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა და ამ საკითხს არავინ დედამიწის ზურგზე, არცერთი ქვეყანა კითხვის ნიშნის ქვეშ არ და ვერ დააყენებს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge

„მე მქონდა ჩვენს არაერთ ევროპელ კოლეგასთან და მეგობართან საუბარი და ხუმრობით, ისინი გაოცებულები, განცვიფრებულები არიან, საერთოდ როგორ შეეძლო ყოფილ პრეზიდენტს, ჯერ ერთი მაშინ შოკში იყო ყველა, როცა ამ კაცმა დატოვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, პასპორტი, ეს არის პირდაპირ ღალატი და მეორე ის, რომ კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად, სამარცხვინოდ შემოიპარა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარტვილში სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სააკაშვილმა კანონი დაარღვია, ვინაიდან საზღვრის უკანონო კვეთა ჩვეულებრივი დანაშაულია.

„რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა პროკურატურამ, ჩვენმა სახელმწიფომ და ამ საკითხს არავინ დედამიწის ზურგზე, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ნორმალური ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს და ვერ დააყენებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.