მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი

ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აღნიშნავს, პენიტენციურ დაწესებულებაში მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო 12 კილო დაიკლო.

ბასილაიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.

„მიშა არის მორალურად, რა თქმა უნდა, მხნედ და შემართებით, თუმცა, ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის შიმშილობს უკვე მე-8 დღეა და მისი ფიზიკური მდგომარეობა თანდათან, ბუნებრივია, იწყებს გაუარესებას.

ვიზუალურადაც რომ შეხედავთ, ჩანს, რომ ადამიანს წონაში დაკლებული აქვს. როგორც ვიცი დაახლოებით 12 კილოზე მეტი დაიკლო. დღითი დღე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას, თუ უკვე გაუარესებული არ არის“, - განაცხადა ბასილაიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შევიდა.

დეკანოზმა მედიას განუცხადა, რომ ციხეში შესასვლელად პატრიარქის კურთხევა აქვს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

🔴 კრემლს სააკაშვილის დაკავება აწყობდა - ვალერი სოლოვეი

🔴 ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴„სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“ - ნიკა გვარამია

🔴„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴„მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით“- პენიტენციური სამსახური