მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილს იმხელა დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ ციხეს კი არა, ლაღ ცხოვრებას იმსახურებს“ - პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანი

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, სურს მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. 

მისი თქმით, თითოეულმა მოქალაქემ ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც მის ძალებშია. 

„ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ძალებშია, რათა მესამე პრეზიდენტი როგორმე გამოვიყვანოთ ამ რთული მდგომარეობიდან. პირველ რიგი, ჯანმრთელობას ვგულისხმობ და შემდეგ საერთოდ უნდა გამოვიდეს ის ციხიდან. 

მას იმხელა დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ ციხეს კი არა, ძალიან ლაღ და კარგ ცხოვრებას იმსახურებს. ასე რომ როგორც შემიძლია, ჩემი პროტესტი არის შიმშილობა. მინდა გავაცნო მსოფლიოს, რომ გვყავს პოლიტიკური პატიმარი“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში 16 ნოემბერს დაიწყო. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

ოპოზიცია, ექსპრეზიდენტის ოჯახი, საზოგადოების წევრები და ექიმების ნაწილი მის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, რაზედაც პენიტენციური სამსახური უარს აცხადებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს ცეცხლთან თამაშია“ - ამირან გამყრელიძე

🔴 მეუფე იოსები ხელისუფლებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას სთხოვს

🔴 „ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ არ გადაჰყავთ საავადმყოფოში სააკაშვილი“ - მამა შალვა