მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილს შეზღუდვები მოუხსნეს, ამიტომ მკურნალობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“ - დიმიტრი საძაგლიშვილი

გიორგი გაბუნიას ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, სააკაშვილს პენიტენციურმა სამსახურმა ვიზიტორების ნახვისა და ტელევიზორის ყურების შეზღუდვა მოუხსნა, ამიტომ იგი მკურნალობის კურსს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. 

„ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 8 დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით და მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არ არის საუბარი, საუბარია იმაზეც, რომ ხშირად ხდებოდა მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

ამის შემდეგ გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ექსპრეზიდენტის არაადამიანურ მოპყრობაში გამოცხადნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შევიდნენ მასთან ოთახში და განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად გამოტანილი იყო გადაწყვეტილება, რომ მას არ ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო ვიზიტორები და შეეზღუდებოდა ტელევიზორით სარგებლობის უფლება. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილს ამაზე ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და მათ დაატოვებინა პალატა და დატოვების შემდეგ რამდენიმე საათში ტელევიზორის სიგნალი გაუთიშეს, რაზედაც მას ჰქონდა ძალიან მძაფრი პროტესტი და მას აღუდგინეს სიგნალი.

მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები გაუქმდა და პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია უკან, მისი პროტესტის ფორმაც არის ამოწურული“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომები აამოქმედა, კერძოდ, შეუზღუდეს შეხვედრები და ჩამოართვეს ტელევიზორი, რის გამოც მან 7 დეკემბერს მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „სალომე ზურაბიშვილმა არაფერი არ უნდა გააკეთოს, ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის“ - ხიდაშელი სააკაშვილის შეწყალებაზე

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი