მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სადღაც მესიმპატიურებით კიდეც...“ - თეა წულუკიანი ნიკა მაჭუტაძეს

კულტურის მინისტრი და „ნაცმოძრაობის წევრი“

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მაჭუტაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც წულუკიანი მისი მტერი არ არის. 

„თქვენ მითხარით ისეთი სიტყვები, რომლითაც ძალიან გახარებული ვარ, რომ თქვენ არ ხართ ჩემი მტერი. მე არც მიგულისხმია არასდროს, რომ თქვენ ჩემი მტერი ხართ. რა თქმა უნდა ვარ ხისტი, „ზონდერიც“, როგორც თქვენმა კოლეგებმა მაკადრეს, რაც გინდათ ის ვარ, მაგრამ გულწრფელი ვარ, მგონი ეს დასაფასებელია.

ამიტომ, სრულიად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ სადღაც თქვენ მე მესიმპათიურებით კიდეც, არამცთუ თქვენს ოპონენტად მივიჩნევ თავს,“ - მიმართა წულუკიანმა მაჭუტაძეს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ამომწურავი პასუხი უნდა გვქონდეს კითხვაზე, ვინ არიან ისინი, რა მიზნების და ამოცანებისთვის შემოდიან საქართველოში - თინა ხიდაშელი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

✔️ „ქართულ ოცნებას“ დღეს რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია - კახა ქემოკლიძე

✔️ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებობს - იაგო ხვიჩია მობილიზაციის შემდეგ რუსების საქართველოში შემოსვლაზე განმარტებას აკეთებს

✔️ საქართველოს ხელისუფლება ჩაკეტავს საზღვარს თუ ამას რუსეთი ეტყვის - რომან გოცირიძე

✔️ ბენ ჰოჯესი: პუტინის ქმედებები მესამე რაიხის ბოლო დღეებში ჰიტლერის ქმედებებს ჰგავს