მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები“ - ირაკლი ღარიბაშვილი

პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები ემატება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ონლაინ კაზინოების რეგულირების თემაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ხელისუფლება სათამაშო ბიზნესზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას განიხილავს. 

„ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობთ, რომ მოვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადების გაზრდას.

გარდა ამისა, პირველ ეტაპზე უნდა აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები. მე მაქვს იმედი, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერაც გვექნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.