მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ქალაქ ბათუმში ოფისი გახსნა

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები უმრავლესობის დეპუტატები არიან. 

„ამგვარი კანონპროექტის ინიცირების საფუძველი წარმოადგენს ორი მიმართულების კონტექსტს. პირველია, რომ სწორად ჩამოყალიბდეს სახელმწიფო ინსტიტუტების სამსახურები და მეორე, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ იყოს  და გარკვეული ფუნქციების არასწორად გამოყენება არ მოხდეს“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გივი მიქანაძემ.

აღნიშნული კანონპროექტით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ვალდებულება დაეკისრება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას ამ დროისთვის ლონდა თოლორაია იკავებს. 

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მისთვის და უწყების თანამშრომლებისთვის სიურპრიზი იყო.