პოლიტიკა

„საქართველო ბრუნდება იქ, სადაც ყოველთვის იყო მისი ადგილი - ევროპაში“ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
1656014637
დაკოპირებულია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

„მადლიერებას გამოვხატავ ევროპული საბჭოს იმ ლიდერების მიმართ, ვინც ეს რეალობად აქცია. ეს ჭეშმარიტად ისტორიული მომენტია - ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი შორს მიმავალი ფურცელი გადაიშალა. საქართველო ბრუნდება იქ, სადაც ყოველთვის იყო მისი ადგილი - ევროპაში“, - წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.