პოლიტიკა

საქართველო გმობს ერაყის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ შეტევას

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
1584025980
დაკოპირებულია

"საქართველო კატეგორიულად გმობს ერაყში მდებარე, ტაჯის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ შეტევას",- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს და აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივნებს, მაიკ პომპეოსა და დომინიკ რააბს მიმართავს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს.

"ტერორიზმი კატეგორიულად მიუღებელია და ის აუცილებლად დამარცხდება",- წერს ზალკალიანი.

ერაყში, ტაჯის სამხედრო ბაზაზე დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებისას ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა. ადგილზე 15 რაკეტა აფეთქდა.