მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველომ ევროკავშირის უარი ნეგატიურად არ უნდა მიიღოს - ჯოზეფ ბორელი

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველომ ნეგატიურად არ უნდა მიიღოს ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. 

როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით საქართველომ ძალისხმევა უნდა გააძლიეროს. 

„ეს მათთვის წინ გადადგმული ნაბიჯია (ევროპული პერსპექტივის აღიარება). მათ არ უნდა მიიღონ ეს ნეგატიურად. ახლა მათ აქვთ გზა, საქმეები და გრაფიკი. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია. გააგრძელეთ კარგი მუშაობა“, - აცხადებს ბორელი. 

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.

17 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანდართული პირობებით. საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

ამავე თემაზე: 

👉  „არც ექვს თვეში და არც ექვს წელიწადში ევროკავშირის კანდიდატობა არ გვემუქრება“ - კახა გოგოლაშვილი

👉 „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვას მისცეს სტატუსი, რადგან ეს ქვეყნები შუაგული ევროპაა“ - რამაზ საყვარელიძე

👉 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?