მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში, ზურაბ ბერიძე

2021 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში, ზურაბ ბერიძემ, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას რწმუნებათა სიგელები გადასცა. 

ცერემონიის შემდეგ გამართულ აუდიენციაზე განხილული იქნა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. 

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში ელჩმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და ჩანაწერი გააკეთა სამახსოვრო წიგნში.