მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მოქალაქეები ჩართულები აღმოჩნდებიან რუსეთის მხარეს ომში, შესაძლოა მალე  ე.წ. „ქართული ბატალიონებიც“ ვიხილოთ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

„რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის მქონე უამრავი  ქართველი გვყავს, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეები ჩართულები აღმოჩნდნენ რუსეთის მხარეს ომში“, - ამის შესახებ ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, შესაძლოა მალე  ე.წ. „ქართული ბატალიონებიც“ ვიხილოთ.

„ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ უამრავი რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველი გვყავს.

იქიდან გამომდინარე, რომ პუტინის მობილიზაცია მათაც ეხებათ, შესაძლოა მივიღოთ ვითარება, როცა საქართველოს მოქალაქეები ჩართულები აღმოჩნდებიან რუსეთის მხარეს ომში. შესაძლოა მალე  ე.წ. „ქართული ბატალიონებიც“ ვიხილოთ.

კარგი, არაფრის გაკეთება არ გინდათ და ამ ქაოსს გვაყურებინებთ, რომელსაც ვითომ აკონტროლებთ…
ის მაინც გააკეთეთ, რომ მათ მოუწოდოთ, რომ არ ჩაერთონ ომში, დაბრუნდნენ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუუქმდებათ საქართველოს მოქალაქეობა“, - წერს გია ხუხაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ბირთვული ომი კატასტროფული იქნება“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი 

👉 დადგენილია რუსი გენერლის ვინაობა, რომელიც აზოვსტალის შტურმს და მარიუპოლის აღებას ხელმძღვანელობდა

👉 კრემლში მიაჩნიათ, რომ მობილიზაციის შემდეგ შეძლებენ ხარკოვისა და ოდესის აღებას - Bloomberg

👉 ლიმანთან ახლოს რუსები ალყაში არიან, სასტიკი ბრძოლები გრძელდება - ISW

👉 „რუსეთს 10 წელი დასჭირდა პროფესიონალი არმიის შექმნისთვის 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა 8 თვე არმიას მარცხისთვის“ - კარლ ბილდტი