პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი, მოლდოვის პრემიერი ნატალია გავრილიცა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
1638284077
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ აღნიშნეს, რომ ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ დაადასტურონ მზადყოფნა სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, ასევე შეაჯამონ მიღწეული შედეგები და დაგეგმონ შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირთან მეტი სექტორული ინტეგრაციისთვის.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება, დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა ის მთავარი ღირებულებებია, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი ეფუძნება. აღინიშნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც უპრეცედენტო შესაძლებლობებს უხსნის ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.

ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერების აუცილებლობაზე, რასაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალი ევროკავშირთან დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სექტორული ინტეგრაცია, რაც სხვადასხვა სფეროში პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებთან დაახლოებას გულისხმობს, განსაკუთრებით გარემოს დაცვისა და კლიმატის, ციფრული ტრანსფორმაციის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში.  ასოცირებულმა ტრიომ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართა წინადადებით, ევროკომისრების მონაწილეობით, სექტორულ უწყებებს შორის მინისტრების დონეზე რეგულარული შეხვედრების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას, ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაზე, რომელშიც მნიშვნელოვანია, აისახოს ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტები. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივი წვდომისა და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე.

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.