
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველო და უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი უნდა იყვნენ.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ნებისმიერი სახის დაძაბულობა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
„როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული და საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება“, - აცხადებს კელი დეგნანი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 „ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია“ - ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებზე
👉 „საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა“ - რატი იონათამიშვილი
👉 „საოცრად დიდი უპატივცემულობა“ - კელი დეგნანი
👉 საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება! - ჰუბერტ კნირში