
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი პეტერ ფიშერი იქნება. ის ამ თანამდებობაზე ჰუბერტ კნირშს შეცვლის.
„რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს“, – წერს პეტერ ფიშერი.
Some personal news: At the end of August, Maria and I will be transferring to #Tbilisi where I will have the honor of serving as German #ambassador to #Georgia. Watch this space. pic.twitter.com/hSKdH8hpY0
— Peter Fischer (@Diplo_Peter) July 24, 2022
პეტერ ფიშერი 2018 წლის ივლისიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. ის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1986 წლიდან მუშაობს.