მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, განცხადების ავტორები არიან: ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა თბილისში.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები დილიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

მათ თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს, ამავდროულად ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტს და დააზიანეს მათი ტექნიკა.

შემდეგ რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ.

ისინი ასევე იმყოფებოდნენ „გირჩის“ ოფისთან, სადაც შენობას კვერცხები ესროლეს, შემდეგ კი რადიკალური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ და ინვენტარი დააზიანეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ძალადობა და მუქარა ლგბტ+ თემზე, თავდასხმა ჟურნალისტებზე, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას“ - ბრიტანეთის საელჩო

👉 „ეკლესიისა და სახელმწიფოს სფეროების საერთო პრინციპს უნდა წარმოადგენდეს ყველანაირი ძალადობის მკაცრი და უპირობო უარყოფა“ - ქნირში მიტროპოლიტ გერასიმეს

👉 „დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები“ - ნინო ლომჯარია