
ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ყველა კანონი თუ შესრულდება, მაშინ დეოლიგარქიზაციის შესახებ ცალკე კანონის მიღება საჭირო აღარ იქნება.
„ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ ეს საკითხი ჩვენც განვიხილოთ. უკრაინის კანონის გასაჩივრება არ შეუძლია იმ პირს, ვისაც ოლიგარქის სტატუსის მიანიჭეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების საბჭოში და არა სასამართლოში. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ კანონის მიღება არ წარმოადგენს არავითარ აუცილებლობას საქართველოში, თუ ყველა კანონი შესრულდება, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში. ეს არის სხვადასხვა კანონი – მედიის კანონი, ანტიმონოპოლიური კანონი და სხვა კანონები. თუ ეს კანონები და სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიც არის პროკურატურა და სასამართლოში, ასრულებენ პირნათლად თავიანთ მოვალეობას, არავითარი საჭიროება არ არსებობს ოლიგარქიული კანონის მიღების“, – განაცხადა ინჯიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა“ - სუსი სოსო გოგაშვილზე