მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები, ეს უბედურება რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან თანამშრომლების დათხოვნას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, დაწესებულებებიდან კომპეტენტური პირები უსამართლოდ დაითხოვეს. 

„ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს.

ჯერ სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები და ახლა გადავიდნენ სხვა, არა უშუალოდ მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოებზე.

იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული ძალიან ღირებული გამოცდილება. ინგრევა ტრადიციული სამეცნიერო სკოლები.

ეს უბედურება რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ!“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉  „თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉  „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი