მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საკმაოდ კომპლექსური რეკომენდაციებია, საქმე უნდა გააკეთოს მთავრობამ“ - ჩეხეთის ელჩი რეკომენდაციების შესრულებაზე

საქართველოში ჩეხეთის ელჩი

„საკმაოდ კომპლექსური რეკომენდაციებია, რომლებიც უნდა შესრულდეს. პირველ რიგში, საქმე უნდა გააკეთოს მთავრობამ“, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტერ მიკისკამ განაცხადა. 

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ 6 თვის შემდეგ კანდიდატის სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს ნაადრევია.

„ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული. საკმაოდ კომპლექსური რეკომენდაციებია, რომლებიც უნდა შესრულდეს. პირველ რიგში, საქმე უნდა გააკეთოს მთავრობამ, ამის შემდეგ კი შეგვიძლია გავმართოთ დისკუსიები, გვქონდეს კომუნიკაცია და განვიხილოთ როგორ იქნა შესრულებული რეკომენდაციები მთავრობის მიერ.

იმის თქმა, რომ საქართველო 6 თვის შემდეგაც ვერ მიიღებს სტატუსს არის ნაადრევი, უნდა დაველოდოთ რას გააკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით და როგორ შეასრულებს ის ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს, მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს, ახლა კი ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ამაზე საუბარი ნაადრევია“, - აცხადებს საქართველოში ჩეხეთის ელჩი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ახლა იმის დრო არ არის, რომ პარლამენტმა ორ თვიანი შვებულება გამოაცხადოს“ - თინა ხიდაშელი

✔️ „დასაკარგი დრო არა არის“ - დეგნანი ევროპული საბჭოს რეკომენდაციების აღსრულებაზე

✔️ „სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ბელგიის პრემიერი

✔️ „შეთანხმებული მოქმედებების დროა“ - კარლ ჰარცელი

✔️ „დროა, მთავრობამ ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან“ - კელი დეგნანი