მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი სიმართლეს იძახის, ოღონდ ეს სიმართლე იქ მთავრდება, სადაც საქმე ივანიშვილს ეხება - ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უფრო თამამი გახდა, თუმცა, მისივე თქმით, ეს სითამამე მთავრდება იქ, სადაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ფიგურას. 

როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯაფარიძემ აღნიშნა, არ არის აუცილებელი პრეზიდენტი ოპოზიციის მხარდამჭერი იყოს, პრეზიდენტი უნდა იყოს სიმართლის მხარდამჭერი და რეალობას ობიექტურად აფასებდეს. 

„რისი შთაბეჭდილება არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ბევრად უფრო თამამი გახდა, თუმცა ეს სითამამე მთავრდება იქ, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად ივანიშვილის ფიგურას. იქამდე სანამ ივანიშვილამდე მივალთ, ბევრად უფრო თავისუფალია საკუთარ განცხადებებში და შეუძლია მათ შორის გააკრიტიკოს პრემიერი, პარლამენტარები, „ოცნების“ ფლანგი, ოღონდ ამ კრიტიკის ჩონჩხი არის ისეთი, რომ „ესენი არიან ცუდები, ამათ რაღაცები არ გამოუვიდათ, ოღონდ ეს ყველაფერი ამათი პასუხისმგებლობაა და არა იმ ერთი ადამიანის“. 

არ არის აუცილებელი პრეზიდენტი ოპოზიციის მხარდამჭერი იყოს, პრეზიდენტი უნდა იყოს სიმართლის მხარდამჭერი, მთავარი ობიექტურ რეალობას აფასებდეს და ასახავდეს საკუთარ განცხადებებშიც. თუ გახსოვთ, დეოლიგარქიზაციაზე თქვა ეს ივანიშვილს არ ეხებაო, მანამდე კი სიმართლე ილაპარაკა. 

არაფერი განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა გქონდეთ, მე არც არასდროს მქონია. ყოველ ჯერზე, როდესაც მის განცხადებებში სიმართლე გაჟონავდა და იყო ხოლმე სიმართლე, ეს იწვევდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღტაცებას ანუ პრეზიდენტი სიმართლეებს იძახის, ოღონდ ეს სიმართლე მთავრდება იქ, სადაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს. როგორც კი საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს ის სიმართლეს აღარ ამბობს“, - აცხადებს ჯაფარიძე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

🔴 „ვერ მართავენ საზოგადოებას და ამიტომ იგონებენ ხელოვნურ საფრთხეებს - პაატა ზაქარეიშვილი „ქართულ ოცნებაზე“

🔴 საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი

🔴 მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონში გერმანელი „ტურისტები“ რომ ჩასულიყვნენ და პაბებში გერმანული სიმღერები ემღერათ, რა რეაქცია ექნებოდა ბრიტანეთს? რა შუაშია ქსენოფობია? - ბოკერია