მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამეგრელოში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრები გრძელდება

მმართველი გუნდის შეხვედრა მოსახლეობასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.

რიგით მეორე შეხვედრა ჩხოროწყუში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ დათო გოგუასთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია და ჩხოროწყუს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე კობა ჯიქია.

პარტიის ცნობით, დღესვე შეხვედრები გაიმართება, წალენჯიხასა და ზუგდიდში.