მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების ოფისთან“  აქციას მართავს

სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების ოფისთან“  საპროტესტო აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია: გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები, ასევე, დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი.

პოლიცია აქტივისტებს შენობის წინ დადგომის უფლებას არ აძლევს და მათ ეუბნება, რომ აქციის ჩატარება გვერდითა მხარეს შეუძლიათ. პოლიციას ოფისის წინა მხარე გადაკეტილი აქვს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე“, - აცხადებენ აქტივისტები.