
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი რადიკალურ ოპოზიციას საბოტაჟში შეჰყვა“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მმართველი გუნდის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია.
„ჩვენ, პარლამენტში ვმუშაობთ კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში და რატომღაც ოპოზიციას წარმოუდგენია, რომ პარლამენტი არის მხოლოდ სხდომათა დარბაზი, და იქ თუ არ შევიდა, ისე როგორც პარლამენტარი ვერ აზროვნებს. ასეთი შეხედულების რადიკალური ოპოზიცია ბუნებრივია რომ სანდოობას ყოველთვის დაკარგავს საზოგადოებაში.
პრაქტიკულად, ოპოზიცია უკვე საბოტაჟს აცხადებს და საბოტაჟის რეჟიმშია ევროკავშირის მიერ დადგენილ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესში ვერ შევყვებით. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შეჰყვა ამ საბოტაჟის რეჟიმში, როგორც ჩანს, ვერ გაუძლო რადიკალური ოპოზიციის ზეწოლას“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 „თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა“ - კარლ ჰარცელი
👉 „ვადამ კი არ გადაიწია, სწრაფად ჩაგვიქროლა ევროკავშირში კანდიდატურის სტატუსმა“ - შალვა ნათელაშვილი
👉 „თქვენი თავის გარდა, არავინ გიშლით ხელს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ“ - მარკეტა გრეგოროვა
👉 „ჭირვეულობის დრო არ არის“ - ლევან იოსელიანი
👉 „არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ტოქსიკური გახადა პოლიტიკური გარემო“ - იაგო ხვიჩია