მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანამ არ იქნება ძლიერი ძალა, ისინი ბოლომდე გადატკეპნიან არა მარტო ცალკეულ ადამიანებს და მესამე პრეზიდენტს, არამედ ამ ქვეყნის მომავალს - ჯაფარიძე

პოლიტიკოსი

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ კადრების გავრცელება არის მორიგი ნაბიჯი იმ რჩევების და რეკომენდაციების წინააღმდეგ, რომელიც დასავლეთიდან მოდის.

ჯაფარიძის თქმით, იქამდე სანამ აქეთა მხარეს არ იქნება ძლიერი ანგარიშგასაწევი ძალა, ისინი ბოლომდე გადატკეპნიან არა მარტო ცალკეულ ადამიანებს და მათ შორის მესამე პრეზიდენტს, არამედ ჯამში ამ ქვეყნის მომავალს. 

„ამ კადრების გავრცელება არის კიდევ ერთხელ მორიგი ნაბიჯი გადადგმული იმ რჩევების და რეკომენდაციების წინააღმდეგ, რომელიც მოდის დასავლეთიდან და ევროკავშირიდან. დღეს ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო და ამ რეზოლუციაში მოხდა იმის შეფასება რა მოხდა ამ 6 თვის განმავლობაში და ცალსახად წერია, რომ ყველა მიმართულებით არის სიტუაციის გაუარესება. 

„ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს იმისკენ რომ საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, ეს არის უტვინობა, ეს არ არის შეცდომა, ისინი მიზანმიმართულად კლავენ ამ ქვეყნის მომავალს და ამას სჭირდება დაპირისპირება. 

იქამდე სანამ აქეთა მხარეს არ იქნება ძლიერი ანგარიშგასაწევი ძალა, ისინი ბოლომდე გადატკეპნიან არა მარტო ცალკეულ ადამიანებს და მათ შორის მესამე პრეზიდენტს, არამედ ჯამში ამ ქვეყნის მომავალს. აქეთა მხარე სჭირდება ერთობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს ერთობა შედგეს და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ეს სისტემა“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა. კადრები 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის პერიოდით თარიღდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ კადრები მოიცავს სხვადასხვა პერიოდს და პირდაპირ ასახავს რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი - გიორგი ვაშაძე

✔️ არა მხოლოდ შურისძიებაა რუსული საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა - ელენე ხოშტარია სააკაშვილის კადრებზე

✔️ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რეგვენებო, საქმე გაქვთ საქართველოს პრეზიდენტთან - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის კადრებზე

✔️ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ასაჯაროებს

✔️ უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მილიონი ევროს დახმარება მიიღო

✔️ „ლელო“ დაჟინებით მოითხოვს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს