მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საოცრად დიდი უპატივცემულობა“ - კელი დეგნანი

„საოცრად დიდი უპატივცემულობაა“

„საოცრად დიდი უპატივცემულობაა ასე საუბარი ადამიანზე, რომელიც ოთხი წელი დაუღალავად მუშაობდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად კობახიძემ აღნიშნა, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

მისი თქმით, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე,

„მართლაც შოკირებული ვიყავი, როდესაც ელჩ ჰარცელზე ეს კომენტარები მოვისმინე. საოცრად დიდი უპატივცემულობაა ასე საუბარი ადამიანზე, რომელიც ოთხი წელი დაუღალავად მუშაობდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რთული გასახსენებელია რომელიმე სხვა ადამიანი, რომელსაც უფრო მეტი გაუკეთებია საქართველოსთვის ამ მიმართულებით.  ვფიქრობ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ის სამუშაო, რომელიც ელჩმა ჰარცელმა საქართველოში გასწია“, - აცხადებს კელი დეგნანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თავდასხმა ელჩზე ეს არის თავდასხმა შეერთებულ შტატებზე“ -  ზურაბ ბატიაშვილი

👉 „ეს არის განგაშის ზარი“ - თენგიზ ფხალაძე

👉 „კარლ ჰარცელის ელჩობის დროს გვქონდა კარგი შანსი ევროინტეგრაციის გზაზე, სამწუხაროდ ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ“ - ნინო ლომჯარია