მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საპატრიარქო და „ოცნება“ ერთი ბნელი მხარეა, ორივეს ფული და ძალაუფლება აინტერესებს“ - ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი

„ის რაც დღეს ხდება უბრალოდ სირცხვილი არ არის, დღეს კარგად ჩანს რამდენად საშიშ რეალობაში ვცხოვრობთ. კარგად ჩანს რომ ნებისმიერი საუბარი გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე და ა.შ. ამ ქვეყანაში არის ილუზია, წყალი, ბოდვა“, - ასე აფასებს პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, საპატრიარქოსაც და მმართველ გუნდსაც მხოლოდ ფული და ძალაუფლება აინტერესებთ.

„დღეს ასევე გამოჩნდა რომ წინა დღეების განმავლობაში პრაიდთან დაკავშირებით გაკეთებული მოზომილი განცხადებები ნებისმიერის მხრიდან, განპირობებული იყო ან შიშით ან ნაბიჭვრობით.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო შენობის შტურმის ჰიპოთეზური საფრთხის გამო ახალგაზრდებს თვალებს თხრიან რეზინის ტყვიებით, მაგრამ არაფერს ეუბნებიან ხალხს რომელიც სასიკვდილოდ იმეტებს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, სცემს ჟურნალისტებს და ოპერატორებს, თავში ჯოხს ურტყამს პოლიციელს. ნუ, მაქსიმუმ ხვალ დააჯარიმონ სიმბოლურად და გამოუშვან.

აქ მთავარი ვიღაცების ძალაუფლებაა. ამ ძალაუფლების ხელიდან არ გაშვების გამო, დედას გიტირებენ და ეს ძალაუფლება ახლა საპატრიარქოს და ოცნების ხელშია.

ბოდვაა რომ ისინი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ერთად არიან, ერთნი არიან. ერთი ბნელი მხარეა ორივე და ძალაუფლება და ფული არის ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ.

ქრისტიანობა და ეკლესია ისეთივე შირმაა ერთისთვის, როგორც პროევროპელობა და პროდასავლურობა მეორისთვის. ამ სიმბიოზის დამარცხება ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. არანაირი გაქცევა, არანაირი შიში, არანაირი ჩა**ა. ზუსტად ეგ უნდათ მაგათ. ესენი უნდა გავუშვათ მშვიდად და ცივილიზებულად ორივე ერთად!“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები დილიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

მათ თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს, ამავდროულად ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტს და დააზიანეს მათი ტექნიკა.

შემდეგ რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ.

ისინი ასევე იმყოფებოდნენ „გირჩის“ ოფისთან, სადაც შენობას კვერცხები ესროლეს, შემდეგ კი რადიკალური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ და ინვენტარი დააზიანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რაც დღეს ხდება, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა“ - ნიკა მელია

👉 „პრაიდის“ რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები“ - კობახიძე

👉 „დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან რადიკალური ჯგუფები დგანან, სააკაშვილის მეთაურობით“ - პრემიერი