მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა

სამუშაო შეხვედრა

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე  ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა. 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო საქმიანობაში საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმების შესახებ ისაუბრეს.

მსჯელობა გაიმართა საკანონმდებლო ორგანოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე, რომელიც პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით რეგულირდება.

„დღეს სამუშაო ჯგუფმა განიხილა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის რამდენიმე მიმართულება, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის აგრეთვე ის დამატებითი მექანიზმები, რაც პარლამენტს გააჩნია დეპუტატის შეკითხვით დაწყებული, თემატური მოკვლევით თუ ნორმატიული აქტების შესწავლით დამთავრებული და ყველა ის მრავალრიცხოვანი მექანიზმი, რაც პარლამენტს კონტროლის საშუალებად გააჩნია.

წლის განმავლობაში დაახლოებით  72 პლენარული სხდომა იმართება და აქედან ნახევარი დაახლოებით განსაზღვრულია სწორედ იმისათვის, რომ საპარლამენტო კონტროლის  სხვადასხვა მექანიზმი და საშუალება იქნეს გამოყენებული. თითოეულ მათგანზე მიმდინარეობს მსჯელობა და ვმუშაობთ თუ რა ცვლილებები და სიახლეები შეიძლება იქნეს შემოტანილი“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.