მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სასამართლო პროცესებზე დასწრება არდასწრებას თავად მიხეილ სააკაშვილი წყვეტს“ - მარიამ ჯიშკარიანი

 „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება“, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რეფიდინგის {ჭამის თავიდან დაწყება} პროცესი არ არის ამოწურული და საჭიროა მისი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა. 

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდებარეობა კვლავ საყურადღებო რჩება. ამჟამად წამყვანია ნეორომეტაბოლური სინდრომი. დავტოვეთ ჩვენი დასკვნა, გავსინჯეთ პაციენტი და შევისწავლეთ ახალი დოკუმენტაცია. გავაკეთეთ კონსულტაცია დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და გარკვეული მოსაზრებები, მკურნალობის კურსთან დაკავშირებით დავწერეთ კონსულტაციის სახით. ვფიქრობთ, შეხვედრა მოვითხოვოთ მკურნალ ექიმთან და სხვა კონსილიუმის წევრებთან, ვინაიდან მდგომარეობა არის საყურადღებო და საჭიროებს მულტიპროფილურ კორეგირებას. 

ჩვენ დასკვნაში არის ჩამოთვლილი ის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ის კლინიკა სადაც გაგრძელდება სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია. ასეთი დაწესებულება საქართველოში არ ვიცით არის თუ არა - მოსაძებნია. პაციენტის კონსტიტუციური უფლებაა თავისთვის საუკეთესო სერვისი მიიღოს, ვინაიდან მდგომარეობა მძიმეა. სააკაშვილის პოზიცია ასეთია: იგი თანახმაა მკურნალობა-რეაბილიტაციაზე.

რეფიდინგის პროცესი არ არის ამოწურული, ამიტომ საყურადღებო დაგხვდა დღეს მდგომარეობა ნეირომეტაბოლური მდგომარეობით. სახალხო  დამცველის და ჩვენი დასკვნა ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. სასამართლო პროცესებზე დასწრება არდასწრებას თავად მიხეილ სამაკაშვილი წყვეტს“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„შერიგება შეუძლებელია პოლიტიკურ ვითარებაში, სადაც წარმოდგენილია „ნაციონალური მოძრაობა“ - კახა კალაძე

👉 „იმედია, პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას“ - მამუკა ხაზარაძე

👉 მამუკა მდინარაძე: შერიგების დიადი იდეით გამოვიდნენ მაშინ, როცა ყველაფერი წააგეს და მიხვდნენ, რომ არანაირი შანსი აღარ აქვთ

👉 „საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან