პოლიტიკა

„სასამართლოს მიმართ მთავარი გამოწვევა არის ნდობა, რომელიც მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ“ - ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი
1659707617
დაკოპირებულია

„სასამართლოს მიმართ მთავარი გამოწვევა არის ნდობა, რომელიც მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, რეფორმებზე მუშაობა გაგრძელდება.

„სასამართლოს მიმართ მთავარი გამოწვევა მაინც არის ნდობა, რომელიც მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ. ეს აღარ უნდა იყოს პრობლემა, რომელიც ბოლო 30 წელია, გვაწუხებს. დღევანდელ შეხვედრაზე პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინეთ არასრულად, მაგრამ მაინც.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა გაგრძელდება და იმ პრობლემურ საკითხებზე ვიმსჯელებთ, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, მოსამართლეთა არჩევას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაკომპლექტებას, მოსამართლეების მიერ ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავებას, სასამართლოების გადატვირთვას.

მგონი, ცხადად გამოჩნდა, რომ როცა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენა იყო, როგორი პრობლემურია სისტემა, რომ ადამიანები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში გამწესებას არ იმსახურებენ, მათი ნაწილი სასამართლოში მაინც მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსმენების დროს ვერანაირი ტესტი ვერ დააკმაყოფილე“, - აცხადებს ლევან იოსელიანი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სტრატეგია აღმაშენებელს“ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „დაღმაშენებელი“ - ალუდა ღუდუშაური

✅ საქართველოში ტანკი აღარ დასჭირდებათ! შემოსულები არიან უკვე! - ნიკა მელია

 „მყისიერი საფრთხე გვიდგას იმისა, რომ გავხდეთ ჰიბრიდული ომის ყველაზე ცხელი წერტილი“ - დავით ძიძიშვილი

✅ „ტურიზმს არავინ ებრძვის“ - სერგო ჩიხლაძე

✅ „სავიზო რეჟიმი რომ შემოგვეღო, საქართველოში ათასობით დევნილი რუსი და ბელარუსი ვერ შემოვიდოდა“ - გია ცაგარეიშვილი